JSN Boot - шаблон joomla Новости

პოტენციალი

სამშენებლო კომპანია საქჰიდრო შეიქმნა საქართველოს მდიდარი ჰიდროენერგეტიკული რესურსების ათვისების მიზნით. ქვეყნის საორიენტაცო თეორიული პოტენციალი შეადგენს 100 მლრდ.კვტ.სთ, ხოლო რეალურად განხორციელებადი პოტენციალი აღემატება 40 მლრდ.კვტ.სთ.

დღემდე დასახელებული პოტენციალიდან ათვისებულია მხოლოდ 25%, მათ შორის “საქჰიდროს” ძალებით აშენებულია 22 მსხვილი და საშუალო ჰესი, ჯამური დადგმული სიმძლავრით 2500მვტ-ზე მეტი და წლიური გამომუშავებით 8,5 მლრდ.კვტ.სთ-მდე.

კომპანიის მიერ ასევე აშენებულია თბოელექტროსადგურები ჯამური სიმძლავრით2000 მგვტ-ზე მეტი. მიუხედავად არსებული სიმძლავრეებისა, ობიექტური მიზეზების გამო, უმრავლესობა მოქმედი ჰესებისა გამოიმუშავებს თავის საპროექტო შესაძლებლობებთან შედარებით დაბალ ელექტროენერგიას

.

Go to top