JSN Boot - шаблон joomla Новости

ორგანიზაცია და სტატუსი


შპს "საქ.ჰიდრო.მშენი." (საიდენტფიკაციო კოდი: 404913876), შემოკლებით – "საქჰიდრო",  შექმნილია როგორც ტრესტ “საქჰიდროენერგომშენის”, გაერთიანება “საქჰიდროენერგომშენის”, ჰოლდინგური კომპანია ”ჰიდროენერგომშენის” და სს "საქჰიდროენერგომშენის" მემკვიდრე, ყველანაერი ტიპისა და სირთულის ჰიდროტექნიკური, ენერგეტიკული და სამოქალაქო–სამრეწველი ნაგებობებისა და შენობების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით. 

 

ძირითადი საქმიანობა

"საქჰიდროს" საქმიანობის განმსაზღვრელ მიმართულებას წარმოადგენს ჰიდროტექნიკური, ენერგეტიკული, სამოქალაქო და სამრეწველო ობიექტების მშენებლობა, როგორებიცაა: ჰიდროელექტროსადგურები და თბოელექტროსადგურები, გზები, სატრანსპორტო გვირაბები, საწარმოო და სამოქალაქო ნაგებობები და სხვ. ჩვენს ქვეყანაში სამშენებლო საქმისა და კერძოთ ჰიდროტექნიკური და ენერგეტიკული მშენებლობის სფეროს განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის “საქჰიდროს”, რომლის მიერაც, არსებული რეალიებიდან გამომდინარე, განხორციელებულია საქართველოში მოქმედი ყველა დიდი და საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის და თბოსადგურის მშენებლობა, ასევე გზების, ხიდების, გვირაბების, მილსადენების და სხვადასხვა ტიპის სამოქალაქო და სამრეწვწლო დანიშნულების შენბა–ნაგებობების მშენებლობა და რეაბილიტაცია.



სტრუქტურა და აპარატი

 „საქჰიდრო“ დაკომპლექტებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, გამოცდილი ინჟინრებითა და მუშახელით, გააჩნია თანამედროვე მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და  სათანადო სამუშაო გამოცდილება. სამომავლოდ კომპანია აპირებს განაგრძოს ძირეული შემადგენელი კომპონენტების სრულყოფა, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყონ სტრატეგიული განვითარების გეგმის განხორციელებაში და ამავე დროს ძირითადი ყურადღება გამახვილებული იქნება ხარისხზე.

 

მიხეილ ელიზბარაშვილი
გენერალური დირექტორი

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ., №44
ტელ.: +99532 2224778
მეილი: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

Go to top